1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინამ Georgian Airways და გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა
უკრაინამ Georgian Airways და გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

უკრაინამ Georgian Airways და გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

86
0

უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი ხელმძღვანელები, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდ sanctions.nazk.gov.ua-ზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან “ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, ამასთან მითითებულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში ჰენდლინგურ მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს “აზიმუტსა” და “რედ ვინგსს”.

მათთან ერთად დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა  ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია Aero Handling Georgia, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებას უწევს.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

 

https://sanctions.nazk.gov.ua/sanction-company/10035/?fbclid=IwAR3k9Qi–P_riAUE5o2GElUlEfwyE8mZgQIgAOO3wLJ4YkfVDp6NBi6wjoo