1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით”-პრეზიდენტი სააკაშვილზე
“შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით”-პრეზიდენტი სააკაშვილზე

“შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით”-პრეზიდენტი სააკაშვილზე

138
0

სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი  პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში და ამბობს:

უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას, მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე, მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.

სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ პრეზიდენტი რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არაა უდანაშაულო, რომ ამ პრეზიდენტს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლა – ეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან. საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში, პრეზიდენტი ციხეში ეს მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოვექცეთ.

შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.