
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
543
0
თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინითა და უკრაინის პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება.
„დონალდ ტრამპი ორივე მხარის ლიდერით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ჩვენი გუნდი განაგრძობს თანამშრომლობას როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან და პრეზიდენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში ყოველდღიურად“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა