1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! – ანა წითლიძე
თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! – ანა წითლიძე

თქვენ ხართ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! – ანა წითლიძე

183
0

თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება – თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლებმაც ქალი თმით ათრიეთ, რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! – ასე მიმართა უმრავლესობას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

წითლიძის თქმით, დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს“.

„თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა. თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში? როდის გინახავთ ასეთი ერთიანი და შეკრული საქართველო მისთვის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში? დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს”. თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება. თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლებმაც ქალი თმით ათრიეთ, რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ? თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავთ, აშინებთ და აგინებთ. თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ჩვეულებრივ ახალგაზრდებს. თქვენი ქმედებები შეგნებულია და კონფორმიზმი იმდენად მძიმეა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი დაკარგული გაქვთ. სწორედ ამიტომ ხართ არაადეკვატურები. როგორც არ უნდა ეცადოთ და რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანოთ, საქართველოს მოქალაქეები არიან თავმოყვარეები და არ ეშინიათ“, – განაცხადა წითლიძემ.