1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას”- სოსო გოგაშვილი
“თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას”- სოსო გოგაშვილი

“თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას”- სოსო გოგაშვილი

539
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

“ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი”, – წერს გოგაშვილი.

 

სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში  13 აგვისტოს მან გაავრცელა წერილი “არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა“, რომელშიც წერს, მისი წარმოდგენით, როგორ გასცემს ბიძინა ივანიშვილი დავალებას მასზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 

“არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა” 
 
ბიძინა ივანიშვილი: აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ.
 
ირაკლი შოთაძე: დიახ ბატონო ბიძინა, ვაკეთებთ ყველაფერს.
 
ბიძინა ივანიშვილი: რატი რა ხდება კამერებზე? ოტო ხო მუშაობს? ხომ ასწორებთ ყველაფერს?
 
რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, სულ 9 კამერა არის, ზოგს წაშლიან ზოგს დააზიანებენ, მაგრამ…
 
ბიძინა ივანიშვილი: მოიცა კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?
 
გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, რამდენიმე დღეში მოგვარებული იქნება.
 
ბიძინა ივანიშვილი: რატი, რაღაცის თქმა გინდოდა წეღან.
 
რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემაა. ოჯახი შაბათს, არასამუშაო დღეს გვიან შემოვიყვანეთ, ძალიან ბევრმა კამერებმა დააფიქსირეს ეს ამბავი, რა ვქნათ?
 
ბიძინა ივანიშვილი:  არაუშავს, ეგ დატოვეთ. დასაჯეთ რამდენიმე თანამშრომელი, იქამდე დაელაპარაკეთ, დაამშვიდეთ, აჩუქეთ ფონდიდან ფული და დაასაქმეთ სადმე სხვაგან. დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ. გრიგოლ, მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია.
 
გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, ჩვენები უკვე მუშაობენ მაგ გეგმაზე.
 
ირაკლი კობახიძე: (ნაზი ჩუმი ხმით) დიახ ბატონო ბიძინა, პარტია მზად არის, მაგრამ ძალიან დავზიანდებით.
 
ბიძინა ივანიშვილი: რა ცხვირჩამოშვებული ხარ, არ იცი, რომ თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის? ( не первый раз замужем ) უნდა გაუძლოთ ( нравится не нравится терпи мая красавица ) 
306-ე საკანი

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.

18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.