1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები
თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები

თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები

255
0

თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას 3 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს.

აქციებისა და ფონდების გვერდზე, სექტორული კატეგორიების შემდეგ, 3 მოდული დაგხვდება:

პოპულარული აქციები

ამ კატეგორიაში ის კომპანიებია თავმოყრილი, რომლებსაც ინვესტორები, მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე ყველაზე აქტიურად ყიდიან და ყიდულობენ.

ანალიტიკოსები გვირჩევენ

ეს კატეგორია იმ კომპანიებს გთავაზობს, რომლების მიმართაც, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ყველაზე მზარდი აქციები

ამ კატეგორიაში გაიგებ, რომელმა კომპანიებმა დააფიქსირეს ზრდის საუკეთესო დინამიკა კვირის განმავლობაში.

პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები კომპანიის ფინანსურ შედეგებს სწავლობენ, სექტორს იკვლევენ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ეცნობიან და საბაზრო ტენდენციებს აკვირდებიან.

მართალია, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსს უკეთესად შეუძლია კომპანიის პოტენციალის შეფასება და პროგნოზის გაკეთება, ვიდრე ჩვეულებრივ ინვესტორს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკოსები არ ცდებიან. ამიტომ, ინვესტირებისას, ანალიტიკოსების შეფასებასთან ერთად, სხვა ფაქტორები და რისკებიც უნდა გაითვალისწინო.

განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია, გაეცანი 3 ახალ მოდულს და არ გადადო, დააბანდე!

 

R