1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“ – უცხოური პრესა
„დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“ – უცხოური პრესა

„დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“ – უცხოური პრესა

339
0

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ყოფილი პრეზიდენტის გუნდს, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, „ამერიკის ხმამ“ ჰკითხა, თუ რა პასუხი ექნებოდა მას უნგრეთს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნათქვამზე უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ამას წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ შეფასებაზე.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად უკრაინას ფულს არ მისცემს და ეს ომის უფრო სწრაფად დასრულდება. „უკრაინა-რუსეთის ომში, ის არც ერთ ცენტს არ მისცემს [უკრაინას], შესაბამისად ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა მარტო ვერ იდგება“, – განაცხადა ორბამა კვირას, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას, დონალდ ტრამპთან ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„თუ ამერიკელები ფულს და იარაღს არ მისცემენ [უკრაინას], ისევე როგორც ევროპელები, მაშინ ეს ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ და მაშინ ომი დასრულდება“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვიქტორ ორბანმა უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ამასთან, ის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. უნგრეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს გასული წლის ოქტომბერში, ჩინეთში ვიზიტისას შეხვდა.

———–

„ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში ომის დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება.

„საპრეზიდენტო კანდიდატმა, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მეორე ვადის მთავარი პრიორიტეტი იქნება მოლაპარაკების გზით რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი დასრულება. ასევე, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კონფლიქტის საფასურის უფრო დიდი ნაწილი უნდა გადაიხადონ, რადგან შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად მეტი გადაიხადა, რაც არ არის სამართლიანი ჩვენი გადასახადების გადამხდელების მიმართ. ის გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად და ამერიკის ძლიერებისა და შეკავების უნარის აღსადგენად მსოფლიო ასპარეზზე და ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია“.

საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა სტივენ შუნგმა ასევე დასძინა, რომ „ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არასდროს მოხდებოდა, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ეს ძალიან სამწუხაროა”.

წყარო