1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

92
0

1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.

დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება.

ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთაც პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.  

მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.

ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  1. განათლების კომპონენტი

2024-2025 წლის განმავლობაში, ჩატარდება 4 სასწავლო კურსი, რომელიც გადაამზადებს 120 მეწარმეს.

კურსი შედგება 4 მოდულისაგან: პროდუქტის შესწავლა და ბაზრის კვლევა, პოზიციონირება და კონკურენტული ანალიზი, მარკეტინგული არხები და სტრატეგიები, ფინანსებზე წვდომა.

კურსი ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში, თიბისის ტრეინინგ ცენტრში და მას გაუძღვებიან მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაძე, რომლებსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მენეჯმენტში.

აღნიშნული კურსის გარდა, პროექტის ფარგლებში მომზადდება  ვიდეო ლექციები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

  1. 1 on 1 შეხვედრები ქსელურ სუპერმარკეტებთან

ყოველი კურსის ბოლოს, იმ მეწარმეებისთვის, ვინც მზად იქნება, ჩატარდება პირისპირ შეხვედრები ქსელური მარკეტების – ნიკორა, კარფური, გუდვილი, სპარი  წარმომადგენლებთან (კონკრეტული კატეგორიების მენეჯერებთან) იმისთვის, რომ მოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება.

  1. B2B გამოფენა

2025 წლის პირველ კვარტალში, ჩატარდება B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.

  1. ქეშბექი მცირე მეწარმეების პროდუქციაზე

გაყიდვების არხების გაფართოების შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილე მეწარმეების პროდუქტებზე თიბისი VISA-სთან ერთად დაფარავს სპეციალური შეთავაზებების ხარჯებს, რომელსაც მეწარმე გაყიდვების ზრდის მიზნით გამოიყენებს.

(R)