1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეა მგონია – ნიკა გვარამია
ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეა მგონია – ნიკა გვარამია

ტექნიკური მთავრობა განუხორციელებელი იდეა მგონია – ნიკა გვარამია

504
0

არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, ეს განუხორციელებელი იდეა მგონია, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავარმიამ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისა და NGO-ების დაუღალავი მუშაობით ქვეყანამ ვადამდელ არჩევნებს უნდა მიაღწიოს.

“მე გულწრფელად გეტყვით, რომ აქ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცოდავთ, იმიტომ, რომ ძალიან კომფორტის შექმნა, ზედმეტად არ შეიძლება, ნებისმიერ ვითარებაში, კრიტიკული შეკითხვები უნდა დავსვათ, მაგალითად, მე არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, ეს განუხორციელებელი იდეა მგონია.

ამავდროულად 12 პუნქტი, რომლის შესრულებაზეც ვლაპარაკობთ, არცერთი პუნქტი არ არის მთავრობის შესასრულებელი პრაქტიკულად. შეკითხვა ისმის, რას ემსახურება მათი ეს იდეა, მე არ ვიძახი, რომ ეს იდეა ცუდია, მაგრამ არასწორია, თან ძალიან მოწყვლადი იდეაა, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება თანამდებობებს, სახელებსა და გვარებს, არის მოწყვლადი ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის წინაშეც და ხალხისთვისაც მოწყვლადია, იმიტომ, რომ სხვა განცდები ჩნდება.

 

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მარტივად და მკაფიოდ შიგნით აქციით, გარეთ სანქციით და ოპოზიციისა და NGO-ების დაუღალავი მუშაობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმ სისტემით, რომელიც სწორია, იმ ცესკო-თი რომელიც მიუკერძოებელი იქნება, სასამართლოს იმ შემადგენლობებით, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და პროკურორის დეპოლიტიზაციით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.