1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თემურ მღებრიშვილი: 5 ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში გავხსენით ადგილობრივი შტაბები
თემურ მღებრიშვილი: 5 ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში გავხსენით ადგილობრივი შტაბები

თემურ მღებრიშვილი: 5 ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში გავხსენით ადგილობრივი შტაბები

58
0

გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გურიის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ლოკაციაზე შექმნილია ადგილობრივი შტაბები, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლით.

„ჩვენ გუშინ დილიდან დავიწყეთ გარკვეულ მონაკვეთებზე აქტიური სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან ერთად. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა რამდენიმე ლოკაციაზე გზის გაწმენდის სამუშაოები. ღამის განმავლობაში დაახლოებით 15 კილომეტრიანი მონაკვეთები გაიჭრა და გაიხსნა, რათა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში შევსულიყავით. ეს ის მონაკვეთებია რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს უხვი ნალექიდან გამომდინარე. 5 ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში გავხსენით ადგილობრივი შტაბები, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებით, ასევე თავდაცვის სამინისტროს, სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებითა და პოლიციური ძალებით.

კონკრეტულად ამ ლოკაციებზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე სხვა სპეციალური საშუალებები. ეს გვაძლევს საშუალებას ოპერატიულად გადავჭრათ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ ლოკალურ შტაბებში მობილიზებული გვაქვს, როგორც სურსათი, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო საშუალებები, რათა დროულად მოხდეს საჭიროების შესაბამისად მოქალაქეებთან ამ ნივთების მოწოდება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.