1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა ხდება ომის 125-ე დღეს უკრაინაში
რა ხდება ომის 125-ე დღეს უკრაინაში

რა ხდება ომის 125-ე დღეს უკრაინაში

454
0

125-ე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

 

რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი „ურაგანის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, დაიღუპა რვა ადამიანი.

 

ოკუპანტების სამიზნეში მოექცა სავაჭრო ცენტრი ქალაქ კრემენჩუგში. საავიაციო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 56 დაშავდა, ათობით მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.

 

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის მომენტში სავაჭრო მოლში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.