Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება
თიბისის მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ბრუნდება.
Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany,
Ben Klock, Liquid Soul. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus
Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.
თიბისი არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. თიბისი ახალი თაობის
აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთდ, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს. ფესტივალთან 14 წლიანი მეგობრობაც ამ მხარდაჭერის ნაწილია.
ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000 მდე მუსიკოსს უმასპინძლა.
მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.
თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ფესტივალის აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე- http://www.tkt.ge/openair
(R)