უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში, ხოლო ვლადიმირ პუტინი მისთვის არავინაა, ამიტომ მასთან მოლაპარაკებების აზრს უკრაინის პრეზიდენტი ვერ ხედავს. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრამ ომი დაასრულოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მისთვის საინტერესო არაა. „ჩემთვის არაა საინტერესო მასთან შეხვედრა და […]
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა და მათი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს […]
ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ინფორმაციას uniani „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა ავრცელებს ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს, რომლის თანახმად, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. „არსებობს რისკი, რომ […]
რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც შეერთებული შტატები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით […]
ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 50 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 16 გადარჩენილი, მათ შორის ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები. ამჟამად პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც […]
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება […]