„სწრაფი მიღება ევროკავშირში? რაღაცეებზე უარის თქმა მოგვიწევს”- უკრაინის ელექტრონულ ჟურნალ „ობოზრევატელი”
რომ ეჭვი გასჩენოდათ ბრიუსელს და უშუალო მეზობლებს”, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
არაფერი საკვირველი არ არის იმაში, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში გარღვევა არ მოხდა. ჩვენი მოლოდინები, რომ ევროპელებს ძალიან ვუყვარვართ და სიამოვნებით გაგვიღებდნენ კარს, ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა: ყველაფერს და მათ შორის ნდობის კრედიტსაც თავისი საზღვრები აქვს, ბრიუსელი კი ჩვენს „საკრედიტო ისტორიას” ყურადღებით აკვირდება.
უკრაინამ, როცა ხელს აწერდა ევროკავშირში მიღების განცხადებას, აღნიშნა, რომ ქვეყანა სწრაფად მიდის წინ და ყველაფერში განუხრელი პროგრესი აქვს. მაგრამ ის, რაც გასულ წელს მოხდა მიმდინარე წელსაც გრძელდება – კორუფციული სკანდალები – და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება-აღდგენასთან დაკავშირებული უპრეცედენტო „სისულელეები”, ევროპელებში ეჭვები გამოიწვია. ასეთი სიტუაცია შეიძლება ტექნიკურ დეფოლტს შევადაროთ იმ დროს, როცა კანონის უზენაესობას აცხადებ.
იმ გარემოებას, რაც დღევანდელი მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი, ყველა აცნობიერებს: ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკაზე. უკრაინამ ბევრი მოთხოვნა დიდი ხანია შეასრულა, სანამ ოფიციალურად წარადგენდა ევროკავშირში მიღების დეკლარაციას. შესაბამისად, კიევს სურს, რომ კონკრეტული შედეგები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე დღესვე დაინახოს. თავის მხრივ, ბრიუსელს უნდა, რომ კიევმა ყველაფერი შეასრულოს, რაც მისსავე დეკლარაციაშია აღთქმული და დაპირებული. ამის ნაცვლად კი ხედავს, თუ როგორ საბოტაჟს უწევს უკრაინის პარლამენტი ანტიკორუფციული კანონების მიღებას. მე რომ მკითხოთ, ევროკომისია კიდევ რბილად გვექცევა და ჩვენს მიმართ თავშეკავებულად მოქმედებს. ჩვენს პოლიტიკოსებს ხშირად მოჰყავთ სერბეთის მაგალითი – აი, ხედეავთ, შუა ევროკავშირში კუნძულად, მაგრამ არც მას არ იღებენ წევრად…
არის მეორე მიზეზიც, რომელზეც ცალკე უნდა შევჩერდე: საქმე ეხება ბანალურ საკითხს – ფულს. იმიტომ, რომ ფასეულობები ფასეულობებია, მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება, ყველა თავისებური ინტერესი აქვს. ამჟამად მიმდინარეობს ევრკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული რთული და არატრივიალური პროცესი. ფული ყველას უნდა, მათ შორის, უნგრეთსაც. სანამ ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანი იყო, ევროკომისია წლების განმავლობაში ბუდაპეშტს მისთვის განკუთვნილ ფულს არ აძლევდა და ხშირად ნაწილობრივ უკრაინას ურიცხავდა. ამჟამად უნგრეთის მიმართ ევროკავშირს მილიარდობით ვალი აქვს დაგროვილი. ახლმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მაგიარმა მიაღწია იმას, რომ ბრიუსელმა 17 მილიარდი ევრო განბლოკა, რაც ბუდაპეშტმა უნდა მიიღოს. საიდან უნდა მოიტანოს ფული ბრიუსელმა? დიახ, უნგრეთი ფულს მანამ ვერ მიიღებს, სანამ თავის ანტიკორუფციულ კანონმდებლობას არ გააუმჯობესებს (აგვისტომდე), მაგრამ უკრაინას ამით ვერაფერი შეღავათი ვერ ექნება. სხვა ქვეყნებსაც სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში თავიანთთვის შესაფერისი თანხები იქნას გათვალისწინებული.
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არცერთ ჩვენს მეზობელს, პოლონეთის ჩათვლით, ევროკავშირში უკრაინის სწრაფი მიღება არ სურს: მათ მოუწევთ ახალი წევრის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ის თანხები, რომლებიც მათთვის უნდა გამოიყოს. რომელი პოლიტიკოსი მოისურვებს აუხსნას თავის ამომრჩევლებს, რომ შემცირდება პროგრამები ფერმერთა მხარდასაჭერად ან ვთქვათ, მწვანე ენერგეტიკისთვის?
ისევე როგორც ნებისმიერ დიდ ოჯახში, ევროკავშირშიც ყოველი წევრს სურს სწრაფად და გარანტირებულად მიიღოს რაღაც თავისთვის სასურველი. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ „საკვებურთან” ახალი პოტენციური „ნათესავები” (ოჯახის წევრები) არ დაუშვან, შეიძლება ცინიკოსები ვუწოდოთ, მაგრამ რას ვიზამთ… უნდა ვითმინოთ და რასაც მოგვცემენ, იმით დავკმაყოფილდეთ. სწორედ ევროპული ფულის წყალობით უნდა ვიბრძოლოთ. აღვადგინოთ ეკონომიკა და წინ წავიდეთ. ამიტომაც ბრიუსელის მიერ მოცემული საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელში კოზირები აქვს.
მოკლედ, ჩვენს გარკვვეულ სურვილებსა და ამბიციებზე უარის თქმა მოგვიწევს.
წყარო: https://www.obozrevatel.com/ukr/politics-news/vstup-ukraini-v-es-hto-chi-scho-galmue-tsej-protses.htm