1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შსს-მ მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შსს-მ მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-მ მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

434
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მესამე სამმართველოს პოლიციის ოპერატიული სამსახურის გამომძიებლების – გიორგი მელიქიძისა და ვასილ აბაშმაძის ხელმძღვანელობით, ასევე, აღნიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგი ბაგიანისა და დეტექტივ ლაშა წულეისკირის აქტიური მუშაობით, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ოფისში,  ძვირადღირებული ორი “ბლექ მეჯიქის” ფირმის ფოტო-ვიდეო აპარატი და აპარატის 4 ცალი ლინზა მოიპარეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც  2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნა.

 

კომპანიის მიმართ ზიანის მიყენების მიუხედავად, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელობამ, ჰოლდინგის თანამშრომლებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ბრალდების მხარეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულს მაქსიმალურად გაეწიოს შეღავათი და მის მიმართ არ იქნეს გამოყენებული მკაცრი ზომები, – თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

სასამართლომ გაითვალისწინა არსებული პოზიცია და ბრალდებულს 4-წლიანი პირობითი სასჯელი და საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა.

 

შეგახსენებთ, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსში“ ქურდობის ფაქტი მიმდინარე წლის 26 ივლისს, გამთენიისას მოხდა.