1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეგიძლიათ გარეთ დახარჯოთ თქვენი ემოციები. იცოდეთ სად ხართ და პატივი ეცით პარლამენტსა და პარლამენტის წევრებს-ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს
შეგიძლიათ გარეთ დახარჯოთ თქვენი ემოციები. იცოდეთ სად ხართ და პატივი ეცით პარლამენტსა და პარლამენტის წევრებს-ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს

შეგიძლიათ გარეთ დახარჯოთ თქვენი ემოციები. იცოდეთ სად ხართ და პატივი ეცით პარლამენტსა და პარლამენტის წევრებს-ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს

165
0

იმედია, რეგლამენტის დაცვაზე მითითება არ მომიწევს. შეგიძლიათ გარეთ დახარჯოთ თქვენი ემოციები. იცოდეთ სად ხართ და პატივი ეცით პარლამენტსა და პარლამენტის წევრებს, – ამ განცხადებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა.

„თქვენ თუ ფიქრობთ სიტყვების მანიპულაციით შექმნით განცდას, რომ ვითომ მეორე მოსმენის ფარგლებში სვამთ შეკითხვას, ეს ასე არ არის. გაქვთ შეკითხვა პირველ მუხლთან დაკავშირებით? სიტყვა ჩამორთმეული გაქვთ იქიდან გამომდინარე, რომ არ სვამთ მეორე მოსმენის ფარგლებში შეკითხვას.

თუ ვინმეს ემოციების შეკავება გიჭირთ, შეგიძლიათ გაბრძანდეთ. იმედია, რეგლამენტის დაცვაზე მითითება არ მომიწევს. შეგიძლიათ გარეთ დახარჯოთ თქვენი ემოციები. იცოდეთ სად ხართ და პატივი ეცით პარლამენტს და პარლამენტის წევრებს.

მესმის, რომ არცერთი არ აპირებთ დემონსტრაციულად დარეგისტრირებას ამ რეესტრში და მაშინ შეკითხვას გისვამთ – აპირებთ ვინმე რეგისტრაცია რომ გაიაროთ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად? ასეთი არის ვინმე, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც აქ არის წარმოდგენილი? ამას რომ გაცხადებულად ამბობთ პირველი მოსმენის ფარგლებში – არ აპირებთ, ეს არის ზუსტად ის მიზანმიმართულად თქვენს მიერ რეგლამენტის დარღვევა, რომ სვამთ შეკითხვებს პირველი მოსმენის ფარგლებში. თუ რეგისტრაციას არ აპირებთ ისედაც, აბა რა აზრი აქვს მაშინ თქვენ მიერ აქ შეკითხვების დასმას, ან პასუხებს რომ არ ელოდებით ეგეც ვიცით. ამიტომ, ემოციები დახარჯეთ გარეთ, გირჩევთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ.