სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო
253
0
სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა.
ადგილობრივის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან მალევე ამოასვენეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.