ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე- პრეზიდენტი
342
0
ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა.
„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“, – წერს ზურაბიშვილი.