1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. პოლიცია მუშაობს, აუცილებად დაისჯება დამნაშავე – თეიმურაზ კუპატაძე
პოლიცია მუშაობს, აუცილებად დაისჯება დამნაშავე – თეიმურაზ კუპატაძე

პოლიცია მუშაობს, აუცილებად დაისჯება დამნაშავე – თეიმურაზ კუპატაძე

1.29K
0

თბილისში, დიდ დიღომში, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ვარკვევთ, ვმუშაობთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი“,- განაცხადა კუპატაძემ.

კითხვაზე, პოლიციამ იცის თუ არა, ვის ეძებს, კუპატაძემ აღნიშნა – „რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.

გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.

მკვლელობა დიდ დიღომში დღეს საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.