1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. “საქმე ბოლომდე მივიყვანოთ” – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა
“საქმე ბოლომდე მივიყვანოთ” – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა
0

“საქმე ბოლომდე მივიყვანოთ” – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა

86
0

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა. “საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვიცი ეს შეგვიძლია”, – აცხადებს ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც წინასაარჩევნო შეჯიბრი რესპუბლიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.

„ოთხი წლის წინ, როცა წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე, ვთქვი, რომ ჩვენ ამერიკის სულისკვეთებისთვის ბრძოლაში ვიყავით, ახლა ისევ ვართ. საკითხი, რომლის წინაშეც ვართ, არის ასეთი, წლების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვექნება თუ ნაკლები, უფრო მეტი უფლებები თუ ნაკლები. ვიცი, რა მინდა, რომ იყოს პასუხი და ვფიქრობ, თქვენც იცით. არ არის თვითკმაყოფილების დრო. სწორედ ამიტომ ვაპირებ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი აცხადებს, რომ მისი კამპანიის მთავარი მიზნები აბორტის უფლება, დემოკრატიის და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა, ასევე ამერიკელებისთვის სოციალური გარანტიების დაცვა იქნება.

ჯო ბაიდენი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტია დემოკრატიული პარტიიდან. 80 წლის ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია.