“საქართველომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს და პირდაპირ საომარ მოქმედებებში არ უნდა ჩაებას” – ლევან მამალაძე
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადებას, ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილ რეფერენდუმებს და ამასთან დაკავშირებით შეცვლილ მსოფლიო რეალობას სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, სახალხო დიპლომატიის ცენტრის დამფუძნებელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მამალაძე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ახალი ფართომასშტაბიანი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველო ყველანაირი სცენარისათვის მზად უნდა იყოს.
“მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ განადგურებას!
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. 23-27 სექტემბერს რუსეთი მის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – კერძოდ, ლუგანსკისა და დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქის და ხერსონის ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს, აღნიშნული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით.