1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მაქსიმ გალკინისა და “მაშინა ვრემენის” კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება

“მაქსიმ გალკინისა და “მაშინა ვრემენის” კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება

“მაქსიმ გალკინისა და “მაშინა ვრემენის” კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება
162
0

biletebi.ge-ს ინფორმაციით, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინის კონცერტი 11 თებერვალს 20:00 საათზე ფილარმონიაში გაიმართება. რაც შეეხება, „მაშინა ვრემენის“ კონცერტს, ის 2023 წლის 7 აპრილს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, „მაშინა ვრემენის“ კონცერტი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, ხოლო მაქსიმ გალკინის 15 ოქტომბერს სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, თუმცა კონცერტები სპორტის სასახლის ხელმძღვანელობის მხრიდან უარის გამო გაუქმდა.

ღონისძიებების გაუქმების მთავარ მიზეზად სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ სარემონტო სამუშაოები დაასახელა.