1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო მაისში უკვე მიუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას -საგარეო უწყება
საქართველო მაისში უკვე მიუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას -საგარეო უწყება

საქართველო მაისში უკვე მიუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას -საგარეო უწყება

375
0

საქართველოს საგარეო საქამეთა სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც.

 

„ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით.

 

გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთი ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ევროკავშირმა, აშშ-მა და კიდევ 40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ქვეყანაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.