1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“ – Deutsche Welle
„სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“ – Deutsche Welle

„სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“ – Deutsche Welle

219
0

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატიას სათაურით „სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში იქნება, მშვიდობა არ დადგება“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესაძლებლობა.

დღეს ყველა – უკრაინაში, რუსეთში, ევროპაში – ოცნებობს იმ მშვიდობის დაბრუნებაზე როგორიც ომის წინ იყო. რასაკვირველია, თვით კრემლის პოლიტიკოსებსაც კი სურთ მშვიდობა (თავიანთი გაგებით), ამბობენ, რომ  მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ როცა იქვე აცხადებენ, რომ ამაზე უკრაინა და დასავლეთი არ თანხმდებაო, ეს უკვე პოლიტიკურ თამაშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, აქ მოსახლეობის სურვილიც არსებობს – მოქალაქეებს უნდათ დაიბრუნონ 9 თვის წინანდელი სითბო, ენერგია, მათ უნდათ, რომ სანქციები გაუქმდეს, აღარ იყოს  სიკვდილი და ნგრევა…

მაგრამ ის რაც ომამდე იყო, ისეთი სიტუაცია უკვე არასოდეს აღარ იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზავება სწრაფად მოხდება. იმიტომ, რომ თუ უკრაინაში მიმდინარე ომი ისე შეწყდება, რომ რუსეთის დამარცხებულად არ იქნება ცნობილი, მაშინ სამომავლო წესრიგის საფუძველი არ იარსებებს. რუსეთი მთელი ძალით ცდილობს დაანგრიოს მსოფლიო წესრიგი, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს და კანონის უზენაესობას ეფუძნება. კრემლს კი ამაში ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და სხვა ქვეყნების ეხმარებიან.

თუ რუსეთი ომს მოიგებს…

თუ მოსკოვი უკრაინაზე გაიმარჯვებს, კრემლი ომს იქვე ახლოსაც გააგრძელებს – ვთქვათ, მოლდოვის წინააღმდეგ… 

ჩინეთს მეტი სტიმული გაუჩნდება ეროვნული უმცირესობების დასათრგუნავად, მაგალითად, ტიბეტში და სინძიან-უიღურის რეგიონში, ჰონკონგში, მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუქარებს ტაივანის წინააღმდეგ.

ირანში მოლების დიქტატურა საერთოდ თავს აიშვებს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს გააფართოებს, გააძლიერებს მუქარებს მეზობლების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. 

ცივილიზაციურმა მსოფლიომ კრემლს არ უნდა დაუთმოს

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არ უნდა მოიგოს. დემოკრატიულმა და ცივილიზებულმა მსოფლიომ დიქტატორებს არაფერი არ უნდა დაუთმოს. ნატომ შეიარაღება უნდა გააგრძელოს. ევროკავშირმა გულუბრყვილობა აღარ უნდა გამოიჩინოს რუსეთის მიმართ: ბრიუსელმა თავისი წინა ენერგოპოლიტიკიდან სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს, აუცილებელი სამომავლოდ სტაბილური ახალი უზრუნველყოფის წყაროების მოძებნა და სარგებლობა. ევროპის ქვეყნები აღარასოდეს არ უნდა ჩავარდნენ ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყნის კონტროლში, არ უნდა მოიხიბლონ თავიანთი პროდუქციის გასაღების ბაზრით, თუნდაც ეს დიდი რუსეთი ან ჩინეთი იყოს.

უკრაინელები რუსულ იმპერიალიზმს ებრძვიან, მაგრამ ერთი რამ უნდა დავინახოთ: ისინი ყველას მაგივრად იბრძვიან ბოროტების წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ ყოველ ჩვენგანს თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების უფლება ჰქონდეს.

ამიტომაც დასავლეთმა უკრაინის ფართო დახმარება უნდა გააგრძელოს – ფინანსურად, მორალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინელები იმ ხალხების ნაცვლადაც ომობენ, რომლებმაც ცოტა რამ თუ გაუგიათ ევროპაში მიმდინარე ბრძოლებზე. 

კიდევ ერთი მომენტი: განა ვინმეს დღეს სერიოზულად სჯერა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ან სი ძინპინი ყველაფერს გააკეთებენ კლიმატის დაცვისათვის ჩვენს პლანეტაზე? მაგრამ, მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების შეჩერება შეუძლებელი იქნება რუსეთისა და ჩინეთის გარეშე. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომ არის აუცილებელი ვლადიმერ პუტინის შეჩერება. სანამ ის ხელისუფლებაშია, მშვიდობა არ იქნება.

წყარო