1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იტალიაში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიაში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

187
0

იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეწყერი რეგიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.

მიწის მასამ ამოაგდო ხეები, დააზიანა შენობები და ავტომობილები ზღვაში ჩაიტანა. ათობით სახლი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ერთი ქალის ცხედარი, ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულების რიცხვი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ცუდი ამინდი ართულებს.