1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთში  24 საათში კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში  24 საათში კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში  24 საათში კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

269
0

ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს და ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ.