,,სანამ ოპონენტს რამეში დაადანაშაულებ, შენ მხარეს არსებული იგივე პრობლემა პირველ რიგში უნდა დაგმო”- ალექსანდრე რაქვიაშვილი
1.68K
0
,,როცა პროპაგანდას POSTV-ს ოფისთან აპროტესტებ და მთავარ არხთან არ მიდიხარ, “იმედთან” ჩერდები, მაგრამ ტვ პირველი გავიწყდება, ან არაფერი იცი ამ ქვეყნის პოლიტიკაზე, ან არ ხარ გულწრფელი.
და საერთოდ, სანამ ოპონენტს რამეში დაადანაშაულებ, შენ მხარეს არსებული იგივე პრობლემა პირველ რიგში უნდა დაგმო. ასე რომ, სანამ ქართული ოცნების მედიების ცენზურა თუ პროპაგანდა შეგაწუხებს, ოპოზიციურ მედიაში გაჩაღებული ცენზურა უნდა დაასრულო. მხოლოდ მაშინ გაჩნდება მორალური უფლება ვინმეს რამე მოსთხოვო და შანსი მართლა რადიკალურად შეცვალო მდგომარეობა, რადგან ტყუილით და განსხვავებული აზრის დაბლოკვით ოცნებას ვერ დაამარცხებ. ამ თამაშში მათ მეტი გამოცდილებაც და ბევრად მეტი რესურსი გააჩნიათ.” – წერს პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში