1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება”- ასლან ბჟანია
“სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება”- ასლან ბჟანია

“სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება”- ასლან ბჟანია

561
0

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველო უარს არ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ სანამ აფხაზეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, არაფერი ემუქრებათ.

როგორც აფხაზური სააგენტო სააგენტო Apsnypress.  წერს, 4 აგვისტოს, ასლან ბჟანიამ სოხუმის “ქალაქის აქტივისტებთან” შეხვედრა გამართა, რომელზეც, სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

 “აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებულია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო კავშირში.  სანამ ჩვენ მოკავშირეები ვართ, სანამ ერთად ვართ, არაფერი გვემუქრება”, – განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიანს: „ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა”.

ბჟანიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან “სახელმწიფო ბიუჯეტზე” მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ “ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს”.

„სამყარო არ გახდა უფრო უსაფრთხო. საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ წინაშე სამხედრო ძალის გამოყენების საკითხები დომინირებს. შეერთებული შტატები ასეთ მაგალითს იძლევა.ჩვენ ვიცით, რა მოხდა იყო ერაყში, ეგვიპტეში, სადაც არ გამოუყენებიათ ძალა და ახლა ნელ-ნელა ჩვენს საზღვრებს მიადგნენ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი მტკიცედ არის გადაწყვეტილი“, წერს სააგენტო Apsnypress.