ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში" - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.