1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამედიცინო დაწესებულებებმა, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს – ზურაბ აზარაშვილი
სამედიცინო დაწესებულებებმა, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს –  ზურაბ აზარაშვილი

სამედიცინო დაწესებულებებმა, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს – ზურაბ აზარაშვილი

440
0

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს კლინიკების საოპერაციო მოგებამ 400 მილიონი ლარი, ხოლო 2021-ში 600 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, –  ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, განცხადებები, თითქოს, ტარიფის ინდექსაციის გარეშე, კლინიკები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ და ფინანსური ზარალის გამო, დაიხურებიან, ნაადრევია.

„სექტორის საოპერაციო მოგება რომ ნახოთ, 2020 წელს, 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წელს კი – 600 მილიონზე მეტი. ანუ განცხადებები, რომ, თითქოს, ტარიფები და სერვისები ზარალის მომტანია და ზოგიერთ კლინიკას, შემოსავლებიდან გამომდინარე, დახურვა მოუწევს, ვფიქრობ, ცოტა ნაადრევია. გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ DRG-ის ის სამართლიან სისტემას, რომელიც საპილოტედაა გაშვებული და სექტემბრიდან, ეტაპობრივად, ყველა კლინიკაში „ჩავუშვებთ“. ეს იქნება ობიექტურად გამოთვლილი ტარიფები და ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, მოქალაქეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, შესაბამისი ხარისხის სერვისი უნდა მიიღონ.

„ჩვენ გვინდა, რომ იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, იყოს შესაბამისი სერვისი და ხარისხი, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ და რასაც სამედიცინო დაწესებულებები დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.