1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე”- ყაველაშვილი
“სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე”- ყაველაშვილი

“სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე”- ყაველაშვილი

226
0

სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, იყოს კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია იყოს დაცული და ამის საწინააღმდეგო ქმედებას და ორმაგ სტანდარტს როცა ვხედავთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განცხადებაზე. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ყაველაშვილის შეფასებით, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ნებისმიერი მოქალაქისთვის.

„დღეს გავრცელდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, საკმაოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ჩემს წერილშიც. ეს აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობას როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მსგავსი პრეცედენტები წარმოუდგენელია ამ ქვეყნებში. ნებისმიერი მოქალაქისთვის არის უდიდესი სკანდალი, როცა სასამართლო სისტემა, მით უმეტეს თავად მოგვიწოდებენ, რომ ხელშეუხებელია და შეუძლებელია მოსამართლეზე რაიმე სახის ან რჩევა, ან ასე ვთქვათ დამოკიდებულება, ან გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა ხდებოდეს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და მე მოვითხოვ და ალბათ, ჩვენი კომპეტენტური ორგანოებისგანაც, პარლამენტისგანაც, ხელისუფლებისგანაც, რომ ყველამ გააკეთოს სათანადო კომენტარი, რადგან ეს შეუძლებელია. ასევე, კონკრეტულად ის მიმართავს კელი დეგნანს და საელჩოს. იქ არის დასახელებული სახელი და გვარი, ვინც დაიბარა და ესაუბრა ამ თემაზე. პირდაპირ ნახევრად სანქცირებულად ჩათვალეს და ადამიანი აღარ გაუშვეს კონკრეტულად დაგეგმილ ღონისძიებაზე. მისი განცხადებიდან ვსაუბრობ და ეს არის უმძიმესი ფაქტი. “, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია აშშ-ის ელჩისგან პასუხების მიღება.

„ჩემს წერილშიც სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ყველაზე მეტად ეს ორმაგი დამოკიდებულება აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამდენ თემაში ერთად ვართ, ძალიან ბევრ დახმარებას გვიწევს ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ყველას დიდი სურვილია და ყველა ერთად ვამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% თანახმაა, გაწევრიანდეს ევროკავშირში და რატომ გვინდა ევროკავშირში? – სწორედ მსგავსი დამოკიდებულებებია, სწორედ ისეთი სასამართლო გვინდა, სამართლიანი სასამართლო გვინდა, რომ არ იყოს ზეწოლა მოსამართლეებზე, იყოს ადამიანის უფლებები დაცული, იყოს კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია იყოს დაცული და ამის საწინააღმდეგო ქმედებას როცა ვხედავთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან, ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობას.

აუცილებელია ამისთვის მკაფიო პასუხები. პასუხები არ მიგვიღია და კარგი იქნება, თუ ამაზეც გაგვცემს პასუხს ქალბატონი ელჩი. ეს დამოკიდებულებები აზიანებს და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის შეურაცხმყოფელი, როცა შენი ქვეყნის მოსამართლეზე მსგავსი სახის ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.