1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის”-იაგო ხვიჩია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე
“ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის”-იაგო ხვიჩია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე

“ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის”-იაგო ხვიჩია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე

296
0

ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის – ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო, – ასე ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია.

 

იაგო ხვიჩიას  შეფასებით, ჩხიკვაძის განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება გადანაწილებული არ არის და “ერთსულ და ერთ ხორც” არიან.

“საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება არის არა გადანაწილებული, არამედ ერთსულ და ერთხორც. შესაბამისად, სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულო, სადაც აკეთეს განცხადებები.

 

პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვებას და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულოები, სადაც ანალოგიური განცხადებები გააკეთეს. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, ახლა იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება – იქაც გამოჩნდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს.

 

ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.