1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამართალი ხოჯალოს”- ხატვის კონკურსი ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით
“სამართალი ხოჯალოს”- ხატვის კონკურსი  ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით

“სამართალი ხოჯალოს”- ხატვის კონკურსი ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით

222
0

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავთან დაკავშირებით  ხატვის კონსკურს აცხადებს. 

“ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო,

როგორც ცნობილია, 1992 წლის 25-26 თებერვალი, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში, ხოჯალის გენოციდის სახელით შევიდა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ჩაიდინეს გენოციდი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, ყოფილი საბჭოთა არმიის ქალაქ ხანკენდში მდებარე 366-ე მოტომსროლელი პოლკის პერსონალის მონაწილეობით, მძინარე ქალაქზე თავდასხმით.

ამ სამხედრო აგრესიის დროს მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენების  შედეგად ხოჯალი განადგურდა. რამდენიმე საათში სასტიკად მოკლეს ჩვენი 613  თანამემამულე, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი, ხოლო გვამებზე შეურაცხმყოფელი ქმედებები განხორციელდა. ამ ხოცვა-ჟლეტის დროს მთლიანად განადგურდა 8 ოჯახი, 25 ბავშვი ორივე მშობლებითურთ, 130-მა დაკარგა ერთი მშობელი,  მძიმედ დაშავდა 487 მშვიდობიანი მოქალაქე და  მძევლად აიყვანეს 1275, ხოლო 150 მძევლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავზე აცხადებს ნახატების კონკურსს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 18 წლამდე, ისე 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. მათ, ვისაც აღნიშნულ თემაზე ყველაზე კრეატიული ნამუშევარი ექნება, საელჩო დააჯილდოებს ორივე ასაკობრივ ჯგუფს (პირველი სამი ადგილის მფლობელებს).

კონკურსის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულებს ჯილდოს 24 თებერვალს თბილისში მდებარე მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი გადასცემს.

კონკურსში მონაწილე პირებმა 2023 წლის 20 თებერვლამდე თავიანთი ნამუშევრები უნდა წარადგინონ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4).

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად  გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს შემდეგ ტელეფონზე:

+995-577-60-60-06″,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.