1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას”-გიული ალასანია
“სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას”-გიული ალასანია

“სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას”-გიული ალასანია

382
0

სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, აქ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება, მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

„ჩემთვის გუშინდელი დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებით რამდენიმე მომენტმა მიიქცია ყურადღება. არ მინდა ვინმე დავაკნინო, მაგრამ დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც იყო ვუნდერკინდი თავის დროზე და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, აქვს ბუშის მედალი და კონგრესის მედალი, არის საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტი. ნიშნის მოგებით, რომ ელაპარაკებიან აქედან ადამიანები, მაგალითად ერთ-ერთი პროკურორი, არ ეთანხმება თურმე მის დიაგნოზს და ამ ადამიანს აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი გორში, არ მინდა დავაკნინო, მაგრამ მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, ნევროლოგიაში არ ეთანხმება. ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. ყურადღება მიიქცია კიდევ იმან, რომ ყველაფერი უნდათ, მიაწერონ 2017 წელს, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს იმის შემდეგ, როგორ გამოიყურებოდა. დაიწყეს რაღაცების გახსენება სამი წლის რომ იყო ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ორი კბილი ჩაემტვრა, ესეც დაავიწყდათ, ეთქვათ. ფაქტია, რომ ადამიანი მოწამლეს. სისტემამ მოწამლა, მე არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, აქ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ვერ ხდება გამოკეთება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება. მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა ასეთი საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა და ყველაფერი გართულდა“, – განაცხადა ალასანიამ.