1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის ხელისუფლება საქართველოში არეულობის მოსურნეთა ბუნაგად და ქართველი კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა”- გოგა ხაინდრავა
“უკრაინის ხელისუფლება საქართველოში არეულობის მოსურნეთა ბუნაგად და ქართველი კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა”- გოგა ხაინდრავა

“უკრაინის ხელისუფლება საქართველოში არეულობის მოსურნეთა ბუნაგად და ქართველი კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა”- გოგა ხაინდრავა

346
0

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ცოდვა გამხელილი სჯობს!” უკრაინის ხელისუფლება საქართველოში არეულობის მოსურნეთა ბუნაგად გადაიქცა, ქართველი კრიმინალების თავშესაფარად. ცილისწამების, პროვოკაციების წყაროდ. არ მჯერა რომ ეს უკრაინელი ხალხის ნებას და ინტერესს ემსახურება. რუსეთი ოკუპანტია! ღიად გვმტრობს. აბა ვის?“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.