1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს”– გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს
“სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს”– გიული ალასანია  ნინო ნადირაძეს პასუხობს

“სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს”– გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს

595
0

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის,ნინო ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან საკვების საკმარისი რაოდენობა არ მიაქვთ, გიული ალასანია გამოეხმაურა

გიული ალასანიას განცხადებით, კლინიკის დირექტორს დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობის გამო, ის საკმარის საკვებს ვერ იღებს.

“შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია, იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირიც არ შეუძლია. 

საკმარისი კალორაჟი არ არის, ექიმები ამას გვეუბნებიან, მკურნალი ექიმი, არაერთხელ, მართალია, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ იღებს”, – თქვა ალასანიამ. 

 კლინიკა “ვივა მედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო