1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილი ექიმებს არ უჯერებს და აგინებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა”- გურამ მაჭარაშვილი

“სააკაშვილი ექიმებს არ უჯერებს და აგინებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა”- გურამ მაჭარაშვილი

“სააკაშვილი ექიმებს არ უჯერებს და აგინებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა”- გურამ მაჭარაშვილი
360
0

მიხეილ სააკაშვილი ოროთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებულია და ასე იხდის იმ სასჯელს, რომელიც ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ არის გამოტანილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს ადამიანი ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება, ანუ ოროთახიან ლუქსში იმას არ ასრულებს, რისთვისაც შიმშილობდა და ციხიდან საავადმყოფოში გადასვლას ითხოვდა. წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რომ თუ განიკურნება, ეს ვეღარ იქნება სასჯელისგან თავის არიდების მოთხოვნის საფუძველი. სახეზეა სიმულაციები. ექიმებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა და ექიმებს არ უჯერებს. ოროთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებულია და ასე იხდის იმ სასჯელს, რომელიც ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ არის გამოტანილი. ეს კალორიები ისე აქვთ ზუსტად განსაზღვრული, რომ როგორმე, სიმულაციები იყოს ანალიზის გაკეთების დროს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.