1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა” – ვლადიმერ ბოჟაძე

“სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა” – ვლადიმერ ბოჟაძე

“სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა” – ვლადიმერ ბოჟაძე
45
0

“მიუხედავად “რადიკალური ოპოზიციის” ყოველდღიური, დაუღალავი მცდელობებისა, დააზიანონ საქართველო სახელმწიფო ინტერესები, არეულობით და დესტაბილიზაციით საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას, რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიონ ქვეყანა, მათ მიზნებს შესრულება არ უწერია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!” – წერს სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის დავალებით უზრუნველყოფს ხელისუფლება საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!

“ომის და ღალატის პარტია” – ნაციონალური მოძრაობა, მისი გავლენის ქვეშ მყოფი სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას: ტყუილით, დეზინფორმაციით, “ფეიქნიუსების” გავრცელებით, მიზანი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაა.

სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და აბსურდულ, “გაჟღერებულ ბრალდებებზე კატეგორიული პასუხი” მოითხოვა. დღეს ირაკლი კობახიძემ საქართველოს შიდა და გარე მტრებს, მათ ყველა აბსურდულ და სამარცხვინო ბრალდებაზე არგუმენტირებული და ფაქტებით გამყარებული პასუხი გასცა.

მიუხედავად “რადიკალური ოპოზიციის” ყოველდღიური, დაუღალავი მცდელობებისა, დააზიანონ საქართველო სახელმწიფო ინტერესები, არეულობით და დესტაბილიზაციით საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას, რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიონ ქვეყანა, მათ მიზნებს შესრულება არ უწერია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!

სწორედ ქართველი ხალხის დავალებით უზრუნველყოფს ხელისუფლება საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით “ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია”, რადგან საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

CNN  არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული,” – განაცხადა კობახიძემ.