უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული -უკრაინის გენერალური შტაბი
220
0
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 876 ტანკს, 4 141 ჯავშანმანქანას, 985 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 195 ვერტმფრენს, 3044 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 787 უპილოტო საფრენ აპარატს, 92 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.