ინგლისური ენის - TOEFL-ის გამოცდის ორგანიზატორებმა რუსეთის მოქალაქეებს გამოცდებზე რეგისტრაცია აუკრძალეს, - ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.

„რუსეთის მოქალაქეები ვეღარ ჩააბარებენ TOEFL-ის ინგლისურ გამოცდას, რომელსაც ტესტირების ამერიკული საგანმანათლებლო სამსახური (ETS) ატარებს. TOEFL-ის სერთიფიკატი ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაა საჭირო“, - წერს BBC.

„უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მოთხოვნის შესაბამისად, თქვენი წვდომა TOEFL-ის პროდუქტებსა და სერვისებზე შეზღუდულია“, - ამ ტექსტს ხედავენ რუსები, რომელთაც გამოცდაზე რეგისტრაცია სურთ და მოქალაქეობის დაზუსტების გრაფის შევსება უწევთ.

OFAC არის ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სანქციების შესრულების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.