ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. ინფორმაციას  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 შემთხვევის შედეგად  ავტობუსის მძღოლი და 5 მგზავრი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკა “მედალფასა” და “მედცენტრში” გადაიყვანეს.

ავარიის გამო ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.