1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთის ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს
რუსეთის ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს

რუსეთის ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს

233
0

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ბელარუსთან დამაკავშირებელი რკინიგზა ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კერძოდ, აფეთქება ნოვოზიკოვოესა და ზლინკას დასახლებებს შორის, სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

 

გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ცნობით, დაშავებული არავინაა.

 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რკინიგზა რუსეთსა და ბელარუსს შორის სამხედრო გადაზიდვებისთვის გამოიყენება.