1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მრავალეროვნული კონტინგენტი აშშ-ის მეთაურობით, შესაძლოა, ჩაერიოს უკრაინის ტერიტორიაზე ომში” -დევიდ პეტრეუსი
“მრავალეროვნული კონტინგენტი აშშ-ის მეთაურობით, შესაძლოა, ჩაერიოს უკრაინის ტერიტორიაზე ომში” -დევიდ პეტრეუსი

“მრავალეროვნული კონტინგენტი აშშ-ის მეთაურობით, შესაძლოა, ჩაერიოს უკრაინის ტერიტორიაზე ომში” -დევიდ პეტრეუსი

593
0

ამერიკელი გენერალი და CIA-ს ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ომში, მრავალეროვნულ კონტინგენტს მოუწიოს ჩართვა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა. 

 კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება ნატო უფრო აქტიურად ჩაერიოს უკრაინის ტერიტორიაზე ომში? პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ რუსეთი გადადგამს შოკის მომგვრელ და საშინელ ნაბიჯებს.

„ვფიქრობ, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაში ისეთი შოკის მომგვრელი და საშინელი ქმედებები განახორციელოს, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ამა თუ იმ გზით რეაგირება მოახდინონ, მაგრამ როგორც მრავალეროვნულ ძალას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და არა როგორც ნატოს ძალას“, – აცხადებს პეტრეუსი.

პეტრეუსის თქმით, ომის გაფართოება ვლადიმერ პუტინის ინტერესებში შედის.

„მისი ძალები უკვე ჩამორჩებიან უკრაინის ძალებს და ყველაზე ნაკლებად მას სჭირდება ფართო კონფლიქტი“, – დასძინა ამერიკელმა გენერალმა.