1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი
“რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს”-  ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

392
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინასთან დაკავშირებით დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების განახლებას, როგორც ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულია. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება მაქსიმალურად გაურთულდეს. ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ერთიანი ევროპის წინააღმდეგ – ზუსტად ასე უნდა იყოს ეს აღქმული“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

 

„გაზპრომი“ ტურბინის შეჩერების მიზეზად შესაბამისი მარეგულირებლის მითითებებსა და დანადგარის ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს.