1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

511
0

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის?

 

ვერძი

იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაზე, რადგან ამ დღეს ტრავმის რისკი იზრდება. გირჩევთ, მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვათ. სხვა შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სტრესს მოგიხსნით და სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და შეცდომის გამოსწორების საშუალება აღარ მოგეცემათ. ბიზნესპარტნიორებთან კავშირი მყარი და ხანგრძლივი იქნება. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

ტყუპები

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ, ამ დღეს თქვენს წინაშე სრულად წარმოჩნდება. თუ გაგიმართლათ, შეიძლება პირადი ცხოვრების მთავარი პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. მოერიდეთ უსარგებლო კამათი და ნუ გაანაწყენებთ ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვართ.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა სახელისუფლებო უწყებებთან ურთიერთობისთვის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ლომი

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით – ქალი ლომებისთვის. დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. ვარსკვლავები გირჩევენ, პირადი ცხოვრების ამბებს ნურავის მოუყვებით, რაც უფრო დააჭერთ ენას კბილს, მით უფრო ბედნიერი იქნებით.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. მთელ დროს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას უთმობთ და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობა გავიწყდებათ. თუ სამთავრობო უწყებებში ვიზიტს გეგმავთ, ეცადეთ, ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც ძველ ვალს დაგიბრუნებთ ან ძვირფას საჩუქარს გაჩუქებთ. გირჩევთ ამ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და თუნდაც ერთი დღე მოითმინოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება და ახალ იდეებს შთაგაგონებთ.

მორიელი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტის დაწყებისა და ავეჯის შეძენისთვის. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

მშვილდოსანი

თუ დილას „მარცხენა ფეხზე ადექით“ მთელ დღეს გაღიზიანებული გაატარებთ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლო იქნება. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ სხვაზე გადაბრალება არ გამოგივათ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. თუ მანქანას მართავთ, ეცადეთ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. ბევრი თხის რქა ოცნების ასრულებას შეძლებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

მერწყული

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით. ამ დღეს თქვენი აზრები ნათელი და ორგანიზებულია, მეტყველება კი დამაჯერებელი. ნუ აჩქარდებით – ახლა რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა.

თევზები

პლანეტების განლაგება კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, სამსახურში საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.