1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

536
0

15 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც წვიმაა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში თოვლჭყაპია დღეა ნავარაუდები. დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღე +15 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით +13 იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი.

თოვლჭყაპი იქნება გუდაურშიც, სადაც დღე +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -22 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.