1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით?”-კარასინი
“რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით?”-კარასინი

“რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით?”-კარასინი

210
0

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ბათუმში სოჭიდან შესული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. საინტერესოა, რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? – პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც” – დაწერა კარასინმა “ტელეგრამზე”.