1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა
ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა

ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა

260
0

რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, – განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

ხერსონის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორციელდება ზომები აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფიქსირებლად.