1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის

695
0

ვერძი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას მოგთხოვთ, მაგრამ არ ინერვიულოთ – ბიზნესიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შემოსავალი გელით.

კურო

ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ უმჯობესია, დაისვენოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. თუ მეგობრებმა სასიამოვნო ღონისძიებაზე დაგპატიჟეს, უარი არ უთხრათ – რთული სამუშაოს შემდეგ განტვირთვა გჭირდებათ. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.

კირჩხიბი

პროფილაქტიკური მკურნალობისა და დიეტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, ადვილი, მაგრამ მოგებიანია, ამიტომ დროულად უნდა დაიწყოთ.

ლომი

სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ნუ აჩქარდებით, მშვიდად იმოქმედეთ და ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. მოერიდეთ გადაღლას და ნერვიულობას.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ქორწინებისთვის. თქვენი ინიციატივა კოლეგებისა და უფროსების მოწონებას დაიმსახურებს და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მორიელი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. იზრუნეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობაზე – სასურველია პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარ მეგობართან შერიგებისთვის. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში ხშირი დაგვიანება პრობლემებს შეიქმნით, ამიტომ გირჩევთ საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ.

მერწყული

ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ – შედეგი მოლოდინს ვერ გაამართლებს. თუ არ იზარმაცებთ, სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. არახელსაყრელი დროა ერთობლივი ღონისძიებებისთვის, ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებით განხორციელდება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებთ. განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.