1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქვეყნის მოღალატეობა არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც” – იაგო ხვიჩია
“ქვეყნის მოღალატეობა არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც” – იაგო ხვიჩია

“ქვეყნის მოღალატეობა არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც” – იაგო ხვიჩია

213
0

„ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა, ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება“, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია იმ ფაქტს, რომ, წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიებისთვის ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.

“სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია, იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, “ქოცებს” გადაიყოლებს.

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც,” – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ნატოს გენმდივნის განცხადებას, რომ “მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.”

“ქოცების” ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატოს გენმდივნამდეც,  ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ახლა” ქართული ოცნება” გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” რამე უშველის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს,” – განაცხადა ხვიჩიამ.